LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის გზაზე ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე, გაჩიანის ხიდთან ავტოსაგზა შემთხვევა მოხვდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც ცნობილია, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო „ფორტუნას“ განუცხადა, რომ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავარიის გამომწვევ მიზეზს სწორედ გამოძიება დაადგენს.