LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რიყის დოქები” 1 ლარადაც არავის უნდა

კახი კალაძემ რიყის პარკში უფუნქციოდ დარჩენილი შენობის ე.წ. „რიყის დოქების“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშენებლობის დასრულება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თბილისის მერის განცხადებით, შენობის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიღებაზე ინვესტორები უარს აცხადებენ.

„როდესაც ნახეს, თუ რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ყველამ უარი განაცხადა. სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, 18-20 მილიონი სჭირდება. შესაბამისად, ასეთი პროექტების განხორციელება ბიზნესისთვის რთულია. შიგნით არის დაუმთავრებელი ოთხსართულიანი შენობა. იქ ძალიან დიდი სიბინძურეა. შესაბამისად, ამას ერთიანი მიდგომა სჭირდება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ „რიყის დოქების“ მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. ნაგებობა ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაშია.