LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უპირატესობები აქვს ქვისგან დამზადებულ პროდუქტს და რომელ ქვაზეა უფრო მეტად მოთხოვნა – „ბენოსთოუნის“ რჩევები მომხმარებლებს

„ბენოსთოუნი“ ინტერიერის, ექსტერიერის და მოსაპირკეთებელი ქვის წარმოების მიმართულებით მუშაობს. იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია ქართულ ბაზარზე 8 წლის წინ გამოჩნდა. რა უპირატესობები აქვს ქვისგან დამზადებულ პროდუქტს და რომელ ქვაზეა უფრო მეტად მოთხოვნა, „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ბენოსთოუნის“ მენეჯერმა ლალი გუჩაშვილმა ისაუბრა.

 

რას საქმიანობთ კონკრეტულად და რა სახეობის ქვაზე მუშაობს თქვენი კომპანია?

ჩვენი მიმართულება არის ბუნებრივი ქვების იმპორტი. წლების შემდეგ დადგა საჭიროება, რომ გაგვეხსნა შვილობილი კომპანია „დეკორი 2016“. დაკავებული ვართ იმპორტირებული პროდუქციის დამუშავებით, დაჭრით და მომხმარებლებისთვის მიწოდებით. ვმუშაობთ როგორც შიდა, ასევე გარე ინტერიერზე.

 

სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის დათვალიერება და სად ამუშავებთ ქვას?

ძირითადად, ვამუშავებდით ხოლმე დიღმის ფილიალში, თუმცა წლების შემდეგ გავხსენით დიდი ქარხანა მცხეთაში. ორ ობიექტზე ხდება დამუშავება, დამზადება და მზა სახით მიწოდება მომხმარებლისთვის. გვაქვს ორი შოურუმი, ეს არის ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩასა და ხოშარაულის ქუჩაზე. ასევე, გვაქვს კიდევ ორი ობიექტი – დიღომში და დიდი ქარხანა მცხეთაში.

რა გარემო ხვდებათ მოსულ მომხმარებლებს და როგორ არჩევენ სასურველ პროდუქტს? 

დავნერგეთ გრაფიკოსის მომსახურება. თუ მაგალითად მომხმარებელი მოდის, რომელსაც არ ჰყავს თავისი დიზაინერი, ჩვენ შეგვიძლია გრაფიკულად ავუწყოთ მას დიზაინი. შეარჩევს კონკრეტული ქვის ნიმუშს და ვაჩვენებთ, როგორი შეიძლება გამოვიდეს დამზადების შემდეგ. ეს ახალი დანერგილი მეთოდია, ასეთი მომსახურება აქამდე არ გვქონდა.

 

რას ურჩევთ მომხმარებელს, რომელსაც სურს ინტერიერის ან ექსტერიერის მოპირკეთება ქვით? როგორ უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი?

ჩვენი რეკომენდაცია ისაა, რომ ბუნებრივი ქვები განსხვავდება ერთმანეთისგან, ზოგი გარე სივრცისთვის გამოიყენება და კარგად მუშაობს. არის სახეობები, რომლებიც შიგნით, ინტერიერში მუშაობს. პირველადი ინფორმაცია ჩვენგან აუცილებლად უნდა იცოდეს მომხმარებელმა, სად, როგორ, რა გამოიყენოს. ამის მიხედვით არჩევს და იღებს ორიენტირებას იმ კონკრეტულ ბუნებრივ ქვაზე.

 

რომელი სახეობის ქვაზეა უფრო მეტად მოთხოვნა? რისთვის მოგმართავენ ხოლმე მომხმარებლები?

ეს არის სეზონური საკითხი. ზაფხულის სეზონზე ძირითადი აქცენტი გარე სივრცის მოპირკეთებაზე კეთდება. ახლა მასიურად არის მოთხოვნა ტრავერტინის ქვასა და გრანიტზე, რითაც გარეთ ხდება მოპირკეთება, იქნება ეს საფეხურები, აუზის მიმდებარე ტერიტორია თუ ფასადები.

 

ინდივიდუალური შეკვეთები უფერო მეტი გაქვთ თუ კომპანიების მხრიდან?

წლების განმავლობაში ეს პროცენტულობა 50/50-ზეა. ადრე იყო უფრო მეტად მოთხოვნა ფიზიკური პირების მხრიდან, ახლა მოგვმართავენ კომპანიებიც, სადარბაზოების, ლიფტის მიმდებარე ტერიტორიების მოსაპირკეთებლად.

რა უპირატესობები აქვს ქვისგან დამზადებულ პროდუქტს?

ქვისგან დამზადებული პროდუქტი არის ბუნებრივი, ნატურალური. წლების განმავლობაში შეიცვალა ის მიდგომა, რომ ადრე უფრო ხელოვნურზე იყო აქცენტი, რადგან ლამაზი იყო, მაგრამ ახლა უკვე ხალხი ბუნებრივ მასალაზე აკეთებს აქცენტს. ბუნებრივ ქვას აქვს ძალიან დიდი უპირატესობა, ის, რომ შეგიძლია წლების განმავლობაში ყოველთვის დაუბრუნო პირვანდელი სახე, ყოველთვის იყოს გაპრიალებული, მბზინავი და გამძლე.

 

8 წელია ხართ ბაზარზე. რა ეტაპზეა ახლა „ბენოსთოუნი“ და რა მიღწევები გაქვთ?

8 წლის წინ დავიწყეთ პატარა ობიექტით დიღომში. წლების განმავლობაში გავიზარდეთ, გვყავს 50-მდე თანამშრომელი, ვთანამშრომლობთ ხელოსნებთან, დიზაინერებთან, გავხსენით ორი შოურუმი, 2021 წელს კი დიდი ქარხანა მცხეთაში, რომელშიც ბაზარზე ადგილობრივ ბოლნისის მწვანე ქვასაც ვამუშავებთ. ეს ყველაფერი ჩვენი დიდი მიღწევაა. 2 ივლისს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოება გაიმართა, სადაც კომპანია დაჯილდოვდა თავის დარგში, როგორც წლის ლიდერი კომპანია. ფინანსური და ეკონომიკური სტატისტიკის მიხედვით, ასევე ხელფასების ზრდის, ბიუჯეტში შეტანილი თანხებით დავჯილდოვდით, როგორც წლის ლიდერი კომპანია. სამომავლოდ, ვგეგმავთ ორი შოურუმის განახლებას და გარემონტებას.