LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bellevue Residence Batumi – პრემიუმ კლასის დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსი, 5 ვარსკვლავიან სერვისებთან ერთად, გამორჩეულ არქიტექტურასა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს გვთავაზობს

„ბელვიუ რეზიდენს ბათუმი“ საქართველოში პირველი პროექტია, რომელიც საერთაშორისო, ჰილტონის 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ბრენდთან პარტნიორობით შეიქმნა.

„ბელვიუ რეზიდენს ბათუმის“ რეზიდენციები პრემიუმ სეგმენტზე, განსაკუთრებული გემოვნებისა და მოთხოვნილებების ადამიანებზეა გათვლილი. 

საცხოვრებელ კომპლექსს არაერთი უპირატესობა აქვს, ერთ-ერთი მთავარი მისი ადგილმდებარეობაა. პროექტი ზღვის პირველ ზოლზე, ბათუმის ძველ ბულვარში მდებარეობს. თითოეულ რეზიდენციიდან  განსაკუთრებული პანორამული ხედები იშლება და „ჰილტონის“ 5 ვარსკვლავიანი სერვისით გამოირჩევა.

ორ დონიანი პარკინგი, აუზი, სპა-ცენტრი, ფიტნეს დარბაზი, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები, ბანკები – ყველაფერი ერთ კომპლექსში კომფორტული ცხოვრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი მხოლოდ 20 სართულს მოიცავს, რაც პრივატული ცხოვრების გარანტიაა. ბელვიუს რეზიდენტებს არ აწუხებთ ისეთი ტიპის პრობლემები, როგორიც არის ხმაური, საცობები ლიფტთან, პარკინგზე  ან სხვა ტიპის სერვისებზე დამატებით დროის ხარჯვა. კომპლექსი უსაფრთხოების უმაღლესი საერთაშორისო და ჰილტონის სტანდარტების სრული დაცვითაა აშენებული.

„ბელვიუ რეზიდენს ბათუმში“ გაყიდვების მესამე, ბოლო ეტაპი გაიხსნა, რაც ნიშნავს 15 საუკეთესო და ექსკლუზიურ რეზიდენციის მათ შორის „ბელვიუ ვილა რეზიდენსისა“ და „ბელვიუ პენტჰაუსის“ გასაყიდად გამოტანას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბელვიუ რეზიდენციები პრესტიჟულ ცხოვრებასთან ერთად, მომგებიანი ინვესტიციის გარანტიაცაა, რადგან რეზიდენციების ყოველწლიური კაპიტალიზაცია მინიმუმ 10%-ს შეადგენს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, პრესტიჟულ სარეზიდენციო კომპლექსს საცხოვრებლად ალტერნატივა არ გააჩნია.

„ბელვიუ რეზიდენს ბათუმი“ – პრემიუმ კლასის პრესტიჟული საცხოვრებელი კომპლექსი – დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის!

https://www.youtube.com/watch?v=2Cb6_eBgga0

 

(R)