რა არის ჯანსაღი ტკბილეული? – აღნიშნულ კითხვას კულინარი ნუცა სურგულაძე კოტე მათითაშვილის პოდკასტში პასუხობს.
სურგულაძე აღნიშნავს, რომ სტევია არის ყველაზე ჯანსაღი დამატკბობელი.
„სიტკბო უნდა ჰქონდეს აუცილებლად, მაგრამ უნდა იყოს ჯანსაღი სიტკბო, არ უნდა იყოს პოლიალკოჰოლები. უნდა იყოს სტევიაზე. სტევია არის ყველაზე ჯანსაღი დამატკბობელი.
იმიტომ, რომ არის მცენარე, აქვს კარგი სიტკბო. პოლიალკოჰოლებს ვერ ინელებს ჩვენი კუჭ-ნაწლავი.
მე ერთხელ ნაყინის უნივერსიტეტში ვიყავი, იქ ვისწავლე მაგრად ნაყინები, იქ გვქონდა უშაქრო ნაყინების კურსი. გავაკეთეთ ძალიან ბევრი უშაქრო ნაყინი და 150 გრ-ზე მეტის ჭამა არ შეიძლებოდა, მე შემომეჭამა ცოტა მეტი.
თავბრუ დამეხვა და კუჭ-ნაწლავში კრუნჩხვები დამემართა. ისე ცუდად გავხდი, რომ მანდ მივხვდი, შაქრის შემცვლელების გამოყენება არის დანაშაული და არასდროს არ გამოვიყენებდი.
ჩვენი ერთადერთი დამატკბობელი არის სტევია, ფინიკი, თაფლი და ბანანი,“ – აღნიშნა ნუცა სურგულაძემ.
