LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მამიდა ხომ იძახის, რომ გურამმა Facebook-ზე ფოტოები წაშალა…არც ერთი ფოტო Facebook-ზე და Odnoklassniki-ზე არ ჰქონია – რა უნდა წაეშალა?“ – გურამ დადიანიძის დედა

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი ამბობს, რომ მის შვილს ფოტოების გადაღება არ უყვარდა და არც სოციალურ ქსელებში ჰქონდა განთავსებული.

ბიბილაშვილი იხსენებს გურამის მამიდის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ გურამმა Facebook-ზე ფოტოები წაშალა.

„მე ვამბობ და ვისაც გურიკა იცნობდა, ჩემი მხრიდან ნათესავები, ასევე მისი ამხანაგები, ვინც ჩემი მხრიდან მასთან კონტაქტში იყო, ვამბობთ, რომ არც ერთი ფოტო გურიკას Facebook-ზე და Odnoklassniki-ზე არ ჰქონია – რა უნდა წაეშალა?

არასოდეს გურიკას სურათის გადაღება არ უყვარდა. მეც რომ დამედო ამაღებინებდა,“ – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.