LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მსოფლიო სცენების ქართველი ვარსკვლავის, ლიზა ბათიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის City Lights-ის მორიგი ტრიუმფი და ფეხზე წამომდგარი დარბაზი Kulturpalast-ში

მსოფლიო სცენების ქართველი ვარსკვლავის ლიზა ბათიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის  City Lights-ის ტრიუმფი საერთაშორისო სცენებზე გრძელდება.

გუშინ საღამოს მუსიკალურ წარმოდგენას დრეზდენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად Kulturpalast-მა უმასპინძლა.

პროექტი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია თეო ჯორბენაძე 20 სექტემბერს ბონის ცნობილ საკონცერტო დარბაზში Beethovenhalle-ში იქნება წარმოდგენილი.                      

ფინალურ ნაწილში ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ სიმფონიურ ხორუმს დრეზდენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად დიტო საკანდელიძე შეასრულებს.