LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „60-65 წლის ქალი მშვენიერია…და ეს მშვენიერი ასაკია პირადი ცხოვრებისთვისაც – რატომაც არა?“ – ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე

ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე პოდკასტის „ყველაფერი ესთეტიკაზე“ სტუმარი იყო.

ბადრიძემ უპასუხა წამყვანის კითხვას სიბერესთან დაკავშირებით და პოზიტიური გზავნილები გააკეთა.

„საზოგადოების ნაწილს ძალიანაც მოსწონს და ძალიანაც თვლის, რომ 60-65 წლის ქალი მშვენიერია…და ეს მშვენიერი ასაკია პირადი ცხოვრებისთვისაც – რატომაც არა?

თუ ევროპაში 60-65 წელი მშვენიერ ასაკად ითვლება ცხოვრების მეგზურის საპოვნელად, რატომ არ უნდა იყოს ჩვენთანაც ასე?

სიცოცხლე არ არის ხანმოკლე ჩემო კარგებო, სიცოცხლე ძალიანაც გრძელია, უბრალოდ ჩვენ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც უნდა ვიცხოვროთ,“ – აღნიშნა ლალი ბადრიძემ.