„დღეს ბევრი ისეთი რამ გითხარი, რაც აქამდე შენზე არავინ იცოდა…“ – ამბობს ირაკლი მაქაცარია წერილში და 20 წლის ირაკლის მიმართავს.
ემოციური წერილი ირაკლი მაქაცარიამ „პრაიმშოუს“ ეთერში წაიკითხა.
აღსანიშნავია, რომ მაქაცარიამ გულწრფელი ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
უცრემლოდ ვერ მოისმინეს ირაკლი მაქაცარიას წერილი გადაცემის წამყვანებმაც.
„ისწავლე მოსმენა, ისწავლე მშვიდად პასუხის გაცემა გთხოვ… თუნდაც არ ეთანხმებოდე… არა იმიტომ, რომ დედა ყოველთვის მართალია, არამედ იმიტომ, რომ არცერთ ადამიანს არ შეუძლია დედაზე მეტად უნდოდეს შენთვის კარგი. ერთი წამიერი სიმშვიდე შენი მხრიდან შენთვის არაფერია, მისთვის კი ყველაფერს ნიშნავს. სამწუხაროდ, დღესაც ვერ გაპატიე მრავალი უაზრო იმპულსურობა და შენი უხეშობა…
არ გადადო, მალე მოვა დღე, რომელიც შენს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დანაკარგად დარჩება… რაც შეიძლება მეტი დრო გაატარე შენს საყვარელ ბებიასთან…“ – აღნიშნავს ირაკლი მაქაცარია.
