საქართველოში, ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 20კმ-ში მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი სოფელ ბეჟანოში დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელი სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4,2 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 5 კილომეტრი.
მიწისძვრა თბილისის დროით 08:52 საათზე მოხდა.
