LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

თბილისში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1989 წელს დაბადებული ლ.დ დააკავეს.  ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ერთობლივად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

სამართალდამცავებმა ჩხრეკისას, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან 100 აბზე მეტი ნარკოტიკული საშუალება “ექსტაზი” ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.მუხლი  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.