ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა საქართველოში არჩევნების მნიშვნელობაზე, მიმდინარეობასა და პროცესებზე ისაუბრა.
„დღეს დაახლოებით 9 უბანში, თბილისსა და მის შემოგარენში დავაკვირდი არჩევნების მსვლელობას. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა უბანში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მზადყოფნა, გამჭირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის იგრძნობოდა. ასე რომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ზოგიერთი უბანი ნამდვილად გამოირჩეოდა ამომრჩეველთა დიდი ნაკადითა და აქტიურობით. მისასალმებელია საზოგადოების ამხელა პასუხისმგებლობა.
დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოში სამართლიან, თავისუფალ და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებას. მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ამ პროცესების მშვიდ გარემოში ჩატარებას. ეს სიმშვიდე კი საარჩევნო უბნებში შეიმჩნევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე. ვიმედოვნებ, რომ ყველა პარტია პატივს სცემს და ენდობა არჩევნების საბოლოო ოფიციალურ შედეგებს. არჩევნები არის ცოცხალი დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი და დიდი ბრიტანეთი ამ დემოკრატიული პროცესის მხარდამჭერია.
დიდი ბრიტანეთი, საქართველოს ასევე მხარს უჭერს იმ გზაზე, რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას გულისხმობს. დღეს ქართველ ხალხს აქვ შანსი, რომ აირჩიოს საკუთარი მთავრობა მომდევნო 4 წლით. ამიტომაც მოვუწოდებ ქართველ ხალხს, თუ ჯერ არ ყოფილხართ ხმის მისაცემად, აუცილებლად წადით და გააკეთეთ თქვენი არჩევანი“, – აცხადებს „ფორტუნასთან“ მარკ კლეიტონი.

