საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ქართველ ამომრჩეველს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში და აზერბაიჯანში ხმის მიცემის საშუალება არ აქვთ.
„მოგეხსენებათ, რომ ყველა ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს და ისინი პრევენციის მიზნით ახორციელებენ შესაბამის რეგულაციებს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის, ყველა ქვეყანაში საარჩევნო გარემოებები და პირობები შეგვექმნა. ამასთან, ჩვენ ვემორჩილებით თითოეული ქვეყნის მიერ დაწესებულ პროტოკოლს და რეგულაციებს. საბერძნეთის ქალაქი სალონიკი წითელ ზონადაა გამოცხადებული, ამიტომ საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნა. თუმცა ქართველ ემიგრანტებს ხმის მიცემის საშუალება ათენში ექნებათ. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მოგეხსენებათ, რომ საომარი ვითარებაა და ამ მოქმედებების გამო ვერ მოხერხდა საარჩევნო უბნების გახსნა”, – დავით ზალკალიანი.
