საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა, უცხოეთში მოქმედ ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებს განვითარებაში დაეხმარება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი დღეს საფრანგეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, უცხოეთში მოქმედი, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა განხორციელდება. იგეგმება მათი განვითარება და ფუნქციონირება.
პროგრამის მიზანი, ქართული ცეკვის და სიმღერის ანსამბლების საცეკვაო კოსტიუმებით და დასაკრავი ინსტრუმენტებით უზრუნველყოფაა.
