LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს არ შესწევს უნარი უკრაინის ხელისუფლება დაამხოს: კანადის დაზვერვა

რუსეთს არ შესწევს უნარი უკრაინის ხელისუფლება დაამხოს. უკრაინაში განლაგებული რუსული ძალები არასაკმარისია იმისთვის, რომ რუსეთმა კიევში მთავრობა შეცვალოს. ამის შესახებ კანადის ძალების სადაზვერვო სარდლობა აცხადებს.

მათივე თქმით, რუსეთი გააგრძელებს ბრძოლას, რათა აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე თუნდაც მოკრძალებულ ტაქტიკურ პროგრესს მიაღწიოს.

კანადის დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფედერაციას აღარ ჰყავს საკმარისი რეზერვები უკრაინაში მოქმედი ჯგუფის შესავსებად.

“რუსეთის არმიის თითქმის ყველა ქვედანაყოფი ჩართულია უკრაინაში მიმდინარე ბრძოლაში. რუსეთს ისეთი დიდი დანაკარგები აქვს თავისი არმიის ქვედანაყოფების უმეტესობაში, რომ უჭირს გაუწვრთნელი ახალწვეულების პოვნაც კი განლაგებული დანაყოფების შესავსებად”, – აღნიშნულია კანადის დაზვერვის ანგარიშში.