LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში – უკრაინელებმა ოკუპანტების სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს

ომი უკრაინაში – ხარკოვსა და მიკოლაევში გასულ ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა ისმოდა. საზენიტო რაკეტებით დაიბომბა ნიკოპოლის ოლქი.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსული ჯარები ბახმუტის ჩრდილოეთით გეგმავენ წინსვლას.

ქვეყნის სამხრეთში მნიშვნელოვანი დანაკარგები მიადგათ ოკუპანტებს. უკრაინელებმა რუსების საბრძოლო მასალის საწყობები და ეროვნული გვარდიის სამეთაურ-სამელთვალყურეო პუნქტი გაანადგურეს.

გენშტაბის ინფორმაციით არმიამ დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებაზე რუსი ოკუპანტების იერიშები მოიგერია – ორ ადგილას ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.