LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურიატიდან 500-მდე კონტრაქტორმა სამხედრო მოსამსახურემ უკრაინის ომში მონაწილეობაზე უარი თქვა

ბურიატიდან 500-მდე კონტრაქტორმა სამხედრო მოსამსახურემ უკრაინის ომში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ამ თემაზე ფონდის ვიცე-სპიკერი, ალექსანდრა გარმაჟაფოვა Настоящее Время-ს ესაუბრა. ის მიიჩნევს, რომ რუსეთს სჭირდება “დენაციფიკაცია”, რადგან ბურიატები მუდმივად განიცდიან დამცირებასა და დისკრიმინაციას.

“არავის არ სურს იყოს ოკუპანტი… უკრაინის დენაციფიკაციის იდეა დამაბნეველია, რადგან ჩვენ, როგორც ეროვნული უმცირესობა, მუდმივად ვაწყდებით რასიზმს და დისკრიმინაციას რუსეთში”, – თქვა მან.

გარმაჟაფოვამ თქვა, რომ მის ბევრ თანამემამულეს “არ ესმის რა დაკარგეს უკრაინაში”.

სამხედროებმა ფონდ “თავისუფალი ბურიატიას” მიმართეს, რათა დაეხმარონ კონტრაქტის გაწვეყტაში ან “სპეციალური ოპერაციიდან” სახლში დაბრუნებაში.

ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ბურიატიაში თითქმის ყველას ესმის, რომ მათი რეგიონის ჯარისკაცები უბრალოდ სასიკვდილოდ გაიმეტეს.

“ისინი არ გვწყალობენ. ამიტომ ფრონტის ხაზზე გზავნიან ბურიატებს, ტუვანებს, დაღესტნელებს, ყალმუხებს”, – განაცხადა გარმაჟაფოვამ.