LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნებას არ უნდა შეეწინააღმდეგო – შემოდგომაზე ცხელი არ გამოდის, ცხელი შეიძება ზაფხული გამოიყვანო – ქადაგიშვილი ოპოზიციის გეგმებზე

ვფიქრობ, ბუნებას არ უნდა შეეწინააღმდეგო – შემოდგომაზე ცხელი არ გამოდის, ცხელი შეიძლება ზაფხული გამოიყვანო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თავისი გეგმებით შორს ვერ წავა.

„არ მგონია, რომ მათი გეგმები არის რელევანტური ქვეყნის ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების მიმართ. ეს არის მათი გეგმები, რითიც არ მგონია, შორს წავიდნენ”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.