LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა: ზელენსკი

უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ამ დღეებში ჩვენს საინფორმაციო სივრცეში და სოციალურ ქსელებში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება სხვა გეორგაფიულ ადგილებში არსებული კონფლიქტური სიტუაციებისა და საფრთხეების შესახებ. ბალკანეთი, ტაივანი, ახლა შეიძლება კავკასია…” – აცხადებს ზელენსკი

ზელენსკის თქმით ყველა ეს სიტუაცია განსხვავებულად გამოიყურება, თუმცა მათ ერთი ფაქტორი აერთიანებს, კერძოდ: უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა.

“მას რომ ემუშავა, ყველა ეს კონფლიქტი არ იქნებოდა”.  – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.