LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ფილერი, არც ბოტოქსი, აი, ეს არის ბუნებრივი სილამაზე!“ – 47 წლის კასია სმუტნიაკის გაბრწყინება წითელ ხალიჩაზე

პოლონური წარმოშობის იტალიელი მსახიობისა და რეჟისორის, კასია სმუტნიაკის გამოჩენამ „ვენეციის კინოფესტივალის“ წითელ ხალიჩას კიდევ ერთი გამორჩეული და ელეგანტური მომენტი შემატა.

მსახიობმა ნანი მორეტის ახალი ფილმის, „ეს მოხდება ამ ღამით“ (Succederà questa notte) პრემიერის წითელ ხალიჩაზე „არმანის“ მინიმალისტური და დახვეწილი „ლუქით“ გაიბრწყინა.

ვარსკვლავი ღონისძიებას მეუღლესთან, დომენიკო პროჩაჩისთან ერთად დაესწრო.

აღსანიშნავია რომ, 47 წლის კასია საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ის ინექციური კოსმეტოლოგიის პროცედურების მომხმარებელი არ გახლავთ.

„არც ფილერი, არც ბოტოქსი“, „აი, ეს არის ბუნებრივი ასაკობრივი ცვლილებები“, „აი, ეს არის ბუნებრივი სილამაზე“, – არ წყდება კომენტარები.

„არც ფილერი, არც ბოტოქსი არც მაკიაჟი“ – 45 წლის კასია სმუტნიაკის ფურორი წითელ ხალიჩაზე და მისი აქამდე უცნობი ფოტოები „ინსტაგრამიდან“

View this post on Instagram

A post shared by WHOOPSEE (@whoopsee.it)