ლეგენდარული არტისტის, ჯონ ლენონისა და მისი მეუღლის, იოკო ონოს ვაჟი, 50 წლის შონ ონო ლენონი მამა პირველად გახდა. მუსიკოსსა და მის 39 წლის რჩეულს, მოდელ, შარლოტ კემპ მიულს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც წყვილმა ავრელიუსი დაარქვა.
ახალბედა მშობლებმა სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელებში თავად გააზიარეს და ახალშობილთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნეს.
„შარლოტამ და მე ადამიანი-ლობიო შევქმენით! მას ავრელიუსი ჰქვია! მადლობა“, – დაწერა შონმა.
შეგახსენებთ, შონი ჯონ ლენონისა და იაპონელი მხატვრის, იოკო ონოს უმცროსი შვილია. The Beatles-ის ლეგენდარულ მუსიკოსს პირველი ქორწინებიდან, სინტია ლენონთან, კიდევ ერთი ვაჟი, ჯულიანი ჰყავს.
შონი მშობლების კვალს გაჰყვა და მუსიკას დაუკავშირა საკუთარი კარიერა. ის მუსიკოსი და პროდიუსერია და წლების განმავლობაში არაერთ მუსიკალურ პროექტზე უმუშავია.
,,ერთადერთი რაც გჭირდება სიყვარულია” – ჯონ ლენონის და იოკო ონოს სიყვარულის ისტორია
„მამაჩემი იოკოს გამო, ჩემი ცხოვრებიდან გაუჩინარდა“ – ჯონ ლენონის შვილის ბრალდება იოკო ონოს
