კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ავსტრალიაში დასვენების შემდეგ, ბრიზბენის აეროპორტში შენიშნეს.
30 წლის მოდელი და 29 წლის მსახიობი მაქსიმალურად ცდილობდნენ ყურადღება არ მიექციათ. მათ სახეები შარფებით, მზის სათვალეებითა და პირბადეებით ჰქონდათ დაფარული. ელორდის კაპიუშონიანი ზედაც ეცვა, ხოლო კენდალს ბეისბოლის კეპი ეხურა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ავსტრალიაში მოგზაურობა მსახიობის დაბადების დღეს დაემთხვა. მანამდე კი კენდალმა და ჯეიკობმა ერთად ტოკიოსა და ჰავაიზეც იმოგზაურეს.
წყაროს ცნობით, მათი ურთიერთობა სულ უფრო სერიოზული ხდება.
„ისინი ახლა იმ ეტაპზე არიან, როცა ყველაფრის ერთად გაკეთება სურთ. ურთიერთობა ნამდვილად გამყარდა“, – აცხადებს ინსაიდერი.
ამავე წყაროს თქმით, კენდალი ჯეიკობს მომავალ პარტნიორადაც აღიქვამს და მასთან საერთო მომავალს გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ამიტომ არ ჩქარობს ის მსახიობის კარდაშიანების ოჯახის საჯარო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას, რადგან, ინსაიდერის სიტყვებით, „ძალიან ცოტა მამაკაცი უძლებს კარდაშიანების კლანის სამყაროს“.
ახალი ჰოლივუდური ულამაზესი წყვილი – კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის მორიგი გამოჩენა
განმარტოება ჰავაის კუნძულზე – კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ერთად პირველად გამოიჭირეს
