LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭეშმარიტად იტალიური ქორწილი ტოსკანაში – Måneskin-ის ფრონტმენმა, დამიანო დავიდმა და დოვ კამერონმა იქორწინეს

27 წლის იტალიელმა მუსიკოსმა, ჯგუფ Måneskin-ის ფრონტმენმა, დამიანო დავიდმა და 30 წლის ამერიკელმა მსახიობმა, დოვ კამერონმა იქორწინეს. წყვილმა დახურული საქორწილო ცერემონია ტოსკანის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, მონტალჩინოში გამართა. ქორწილის პირველი ფოტოები უკვე ვრცელდება.

დამიანო დავიდი და დავ კამერონი დაინიშნნენ

ცერემონიის ადგილას დამიანო თეთრი კაბრიოლეტით მივიდა. მუსიკოსმა კლასიკურ შავ სმოკინგს ამჯერად ნათელ ფერებში გადაწყვეტილი, უფრო თავისუფალი და მოდური სტილი ამჯობინა. არატრადიციული არჩევანი გააკეთა დოვ კამერონმაც. მსახიობი ტრადიციული საქორწილო კაბის ნაცვლად თეთრ, დახვეწილ ორეულში გამოჩნდა.

ქორწინების ოფიციალური რეგისტრაცია მონტალჩინოს ისტორიულ მუნიციპალურ სასახლეში გაიმართა. ცერემონია ქალაქის მერმა, სილვიო ფრანჩესკელიმ ჩაატარა.

როგორც ცნობილია, წყვილის საქორწილო ზეიმი სამ დღეს გაგრძელდება.

„ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი” – ჯგუფ Måneskin-ის სოლისტი დამიანო დავიდი დაინიშნა

ცნობისთვის, წყვილის რომანის შესახებ პირველად 2023 წლის სექტემბერში გავრცელდა ჭორები. მაშინ, როდესაც მსახიობი Måneskin-ის კონცერტზე შენიშნეს. მალევე გავრცელდა ცნობები მათი რომანტიკული ურთიერთობის შესახებ.

View this post on Instagram

A post shared by Vogue Italia (@vogueitalia)

View this post on Instagram

A post shared by Damiano David (@damianodavid)