LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუროგატი დედის მომსახურება თუ ორსულობა?! – უახლესი დეტალები ლედი გაგას შესახებ და მისი ბოლო გამოჩენა ახალშობილთან ერთად გადაღებულ ფოტოებამდე

40 წლის არტისტი, ლედი გაგა დედა პირველად გახდა. მომ­ღე­რა­ლი ახალ­შო­ბილ­თან ერ­თად სეირნობის დროს და­ა­ფიქ­სი­რეს. მას თან საქმრო, მა­იკლ პო­ლანსკიც ახლდა.

40 წლის ლედი გაგა დედა პირველად გახდა – მედიაში უახლესი ფოტოები ვრცელდება

ამ ეტაპზე წყვილს აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიაში უკვე გავრცელდა ვარაუდი, რომ ბავშვი სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა სამყაროს.

ამის მიზეზად ლედი გაგას ბოლო პერიოდის აქტიური საჯარო ცხოვრება სახელდება. მომღერალი ხშირად გამოდიოდა სცენაზე და სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებას ესწრებოდა, თუმცა, მისი შესაძლო ორსულობის შესახებ საჯაროდ არ გავრცელებულა ინფორმაცია.

ბოლოს არტისტი საქმროს მხარდასაჭერად ,,მეცნიერების ოსკარს” აპრილის ბოლოს დაესწრო.

ასევე, თუკი მომღერლის „ინსტაგრამს“ ეწვევით, ბოლო თვეებში გადაღებული უამრავი ფოტო და ვიდეო დაგხვდებათ, სადაც ის ძალიან გამხდარია და არც ორსულობის ნიშნები ეტყობა. ასე, რომ მედიაში უკვე დარწმუნებით საუბრობენ, რომ ლედი გაგამ სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.

ლედი გაგა საქმროს მხარდასაჭერად ,,მეცნიერების ოსკარს” დაესწრო

View this post on Instagram

A post shared by Lady Gaga (@ladygaga)