LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მიაქციეთ ყურადღება უკურსო მთვარის პერიოდს: დაიწყება 17:41 საათზე და გასტანს 20:52 საათამდე. ამ დროს მთვარის ნეგატიური ენერგია აფერხებს კონცენტრაციას, რაც ზრდის არასასურველი ტრავმებისა და შეცდომების ალბათობას. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებს, ქვეითებსა და სახიფათო სამუშაოზე დასაქმებულებს.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:

ნუ ჩააცივდებით თითოეულ სიტყვას და მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს. იზრდება ადამიანების სიცოცხლისუნარიანობა და შეუპოვრობა. მიჰყევით დასახულ მიზანს და ნუ შეგაშინებთ ცვლილებები. პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს ჭირვეულობა.

დღე კარგია საყიდლებისთვის, ვაჭრობისთვის, ხალხური ხელოვნებისა და მისი ნიმუშების შესაძენად, სასამართლო პროცესებისთვის, შინაური ცხოველების აყვანა/ყიდვისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის.

მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, საცხოვრებელი ადგილის ან ბინის შეცვლას, სესხის აღებას, დაპირებების გაცემასა და ტყუილს.

მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა, ხელმოწერამდე აუცილებლად, გულდასმით გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი. გაითვალისწინეთ, დღევანდელი პოზიტიური სიზმარი ახდება.

ჯანმრთელობა:

ეფექტურია კბილების, გრძნობათა ორგანოებისა და სისხლძარღვების მკურნალობა, ასევე დიეტური კვება. სუსტდება კუჭი, მკერდის არე და გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

საღამო ხანს გაუფრთხილდით გულს, ნუ ინერვიულებთ და ნუ გადაიღლებით. საღამოს საათებში ასევე მოერიდეთ საუნასა და აბანოს.

დღის მინერალები და ფერები:

დღის განმავლობაში გამოიყენეთ ზურმუხტი, რაუხტოპაზი და მარჯანი, ხოლო საღამოს უპირატესობა მიანიჭეთ ბრილიანტსა და ქარვას. მათ ენერგიებს შეუძლიათ მოიზიდონ სასიკეთო კოსმიური ენერგიები და ცხოვრებისეული შესაძლებლობები.

ტანსაცმელში დღისით გამოიყენეთ მწვანე, თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი ტონები, ხოლო საღამოს – შედარებით ყვითელი და წითელი ფერები, რაც გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე პოზიტიურია კუროს, თხის რქასა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია ტყუპების, ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.