LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი პიარტექნოლოგი დეკემბერში საქართველოში „რევოლუციას“’ პროგნოზირებს

რუსი პიარტექნოლოგი, ვიტალი შკლიაროვი დეკემბერში საქართველოში რიგგარეშე “რევოლუციას” პროგნოზირებს.

„არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვლება; რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ ან ხელისუფლების ცვლილება, არამედ  მშვიდობიანი და ნამდვილად დემოკრატიული ცვლილებების „რევოლუცია“. რევოლუცია, სადაც არც ქვემოთ და არც ზემოთ არ სურთ ძველებურად ცხოვრება, რევოლუცია, რომელსაც არ ეყოლება წაგებული,“ – აცხადებს ვიტალი შკლიაროვი.

შკლიაროვი დარწმუნებულია, რომ  საქართველო გახდება ახალი ტიპის და ახალი თაობის უფრო ძლიერი დემოკრატიული „სტარტაპ-სახელმწიფო“, თანამედროვე სამყაროში კი, მისი აზრით,  ეს ერთადერთი გზაა „განვითარების და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების“.

პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, შკლიაროვის განცხადება დასტურია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნები არ აინტერესებს. ვოლსკის თქმით, ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც გრიგოლ ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა გამოაცხადა, იმ პასუხისმგებლობას იზიარებს, რაც პიარტექნოლოგის განცხადებაშია ნათქვამი.

„უნდა იყოს დაპირისპირება, რაც შესაძლოა, მათი აზრით, ხელისუფლებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრუნებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა მხოლოდ მუქარაში არ გამოიხატება, რასაც ისინი ხშირ შემთხვევაში იყენებენ. არაადეკვატური „ნაციონალური მოძრაობის“ პიარტექნოლოგები ომით გვემუქრებიან და არ იცი, რას გააკეთებენ და რას დააპირებენ,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის შეფასებით კი, შკლიაროვი დემოკრატიულ პროცესებზე საუბრობს.

​„ის საუბრობს დემოკრატიულ პროცესებზე. ძალიან გთხოვთ, კარგად წაიკითხეთб ძალიან გთხოვთ, კარგად შეაფასეთб ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯიაб ეს ნამდვილად ჩვენი განწყობაა. დაიწყება პროცესი, სადაც ყველა ადამიანი იპოვის საკუთარ ადგილს. გავერთიანდებით და ქვეყანას დავაყენებთ ფეხზე. აი, ეს არის ის შინაარსი, რაც ამ განცხადებაში არის. ჭრა-კერვას ძალიან გთხოვთ შეეშვით და ბრჭყალებს ნუ მოხსნით ხოლმე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.