LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეკარში ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება გრძელდება [ვიდეო]

სოფელ ზეკარში ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის ადგილიდან დრონით გადაღებული კადრები გაავრცელა.

 

 

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტყის ხანძრების ქრობის ტექნიკა და 200 მეხანძრე-მაშველი. ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. ზეკარის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მესამე დღეა ცდილობენ.

„ზეკარის ხეობაში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. ხანძრის ფართობი არ გაზრდილა. დამწვარია ადგილზე მობილიზებულია 200 მეხანძრე-მაშველი და სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ, რათა მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მდგომარეობს სტაბილურია,“ – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა.