,,მაკდონალდსი ჩემი საყვარელი რესტორანია” – ,,დატვიტა” ამ დღეებში კანიე უესტმა, რომელსაც მალევე სოციალურ ქსელში ,,ბურგერ კინგი” გამოეხმაურა.
სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელის მთავარმა კონკურენტმა სკანდალური რეპერის ,,ტვიტს” საკუთარ გვერდზე უპასუხა და დაწერა:
,,მგონი, თვალები კვლავ დახუჭული აქვს”.
eyes still closed I guess https://t.co/Z8pzojmDgb
— Burger King (@BurgerKing) November 4, 2018
აღსანიშნავია, რომ რეპლიკა კიმ კარდაშიანის მეუღლის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. 3 შვილის მამის თქმით, მას თვალები აეხილა, რადგან გააცნობიერა, რომ იმ მესიჯების გასავრცელებლად გამოიყენეს, რომლებისაც თავად არ სჯერა.
https://twitter.com/kanyewest/status/1057382916760707072?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1057382916760707072&ref_url=https%3A%2F%2Fpopmusic.ge%2Farticle%2F5125-kanye-west-politikisgan-tavs-shors-davicher
ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის ,,ტვიტი” უყურადღებოდ არ დარჩენია ჰამბურგერებზე ორიენტირებული რესტორნების ბრიტანულ ფილიალს, რომელმაც აღნიშნა:
,,ბევრის მთქმელია”.
Explains a lot https://t.co/CalmlcD3eu
— Burger King (@BurgerKingUK) November 5, 2018
რამდენიმე საათის წინ კი დაამატა:
,,რომ გვცოდნოდა ასეთ ხმაურს გამოიწვევდა, ,,საუნდქლაუდს” გავაკეთებდით”.
If we knew this was going to blow up we would have made a soundcloud..
— Burger King UK (@BurgerKingUK) November 5, 2018
საინტერესოა, რომ 41 წლის ვარსკვლავს ,,ბურგერ კინგის” მხრიდან მის ,,დატროლვაზე” კომენტარი არ გაუკეთებია.
