Tesla-ს ავტომობილი პატრონს იქ მიაკითხავს სადაც გამოიძახებენ. ამერიკულმა ავტომწარმოებელმა კიდევ ერთი სიახლე დააანონსა – უპილოტო ავტომობილს დამოუკიდებლად დაპარკინგების გარდა მძღოლის მოძებნაც შეეძლება.
ილონ მასკი ირწმუნება, რომ ავტომობილი პირველივე ზარის შემდეგ მძღოლთან გაჩნდება, რაც ავტომფლობელს ბევრ დისკომფორტს მოუხსნის. საინტერესო სიახლით სარგებლობას მსურველები სულ რაღაც 6 კვირაში შეძლებენ და მისი მოქმედების პრინციპი საკმაოდ მარტივი იქნება. ავტომობილი სპეციალური აპლიკაციით იმართება და მის გამოსაძახებლად მხოლოდ მობილური ტელეფონი იქნება საჭირო. რაც შეეხება ცოტა ხნის წინ დაანონსებულ ავტოპარკინგს, ის ხელმისაწვდომი მხოლოდ მომავალი წლიდან იქნება.
Car will drive to your phone location & follow you like a pet if you hold down summon button on Tesla app
— Elon Musk (@elonmusk) 1 November 2018
