აღმოსავლეთ საქართველოში დღეს შესაძლოა ამინდი გაუარესდეს. როგორც „გარემოს ეროვნული სააგენტოს” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი, სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, რომ 12 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს.
სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, 12 ნოემბერს დღის ბოლოს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსვლეთის მიმართულების ძლიერი ქარი დაუბერავს, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრი იქნება.
12 ნოემბერს – 9-14 გრადუსი იქნება. თბილისში, 12 ნოემბერს – 12-13 გრადუსი იქნება.
