LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავტოამბები

სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და სატენდერო პროცედურები საერთაშორისო შესყიდვის წესების შესაბამისად ჩატარდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 246 მილიონი ლარია.

ქუჩები, სადაც ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია: „ყველა მთავარ გზაზე გვაქვს აზოტის ჟანგეულების გადაჭარბება“

მეგრელიშვილის განცხადებით, 2022 წლიდან, კონცენტრაციების მატება ცალსახად ფიქსირდება, რაც ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

საქართველოდან ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება: „სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორს და უცხოეთში ყიდიან“

„ვფიქრობ, შედეგი ძალიან მალე გვექნება, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ“.

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2025 წლის პირველი იანვრიდან კი, ავტობუსებისა და სხვა, 10 წელზე ადრე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებების აკრძალვა იგეგმება.

მერია უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს – საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, უნივერსიტეტის ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

მგზავრობის საფასურის გადახდისთვის QR კოდები ტაქსის მძღოლებს 22 მაისიდან გადაეცემათ

კახა კალაძის თქმით, მგზავრობის საფასურის გადახდის გამარტივების მიზნით შეთავაზებული სერვისის მიღებას A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, სურვილის შემთხვევაში, 22 მაისიდან შეძლებენ.

კალაძე: „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბის“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებში ვიწრო ტურნიკეტები დაიდგმება

„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ გადაადგილების დროს მგზავრებს შეფერხება არ ჰქონდეთ“ - ამბობს თბილისის მერი.

თუშეთის გზის პირველი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 5 პროექტზე, რაც გზის 39 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 43.6 მილიონი ლარია.

„ფიქს თბილისი“ – ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან დაკავშირებით აპლიკაცია ამოქმედდება 

თბილისის მერის თქმით, აპლიკაცია უნდა ამოქმედებულიყო პირველი მაისიდან, თუმცა Google play store-ისა და App store-ის ვერიფიკაციის პროცესის გამო, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, აპლიკაცია 15 მაისიდან ამოქმედდება.

ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი – კალაძე დეტალებს განმარტავს

ტაქსის მძღოლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, გადაეცემათ ბრენდირებული QR კოდები, რომლებიც განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე.

მავნე გამონაბოლქვისთვის სატრანსპორტო საშუალებები 100, 300 და 600 ლარით დაჯარიმდებიან – პარლამენტმა ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს განახორციელებს: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.