LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონი ამირანი ისევ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას – დაავადებათა კონტროლის ცენტრი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

110
1581260258-ამირანგამყრელიძე1

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამირან გამყრელიძის გადადგომის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უარყოფს.

როგორც პრესამსახურში აღნიშნავენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ბატონი ამირანი ისევ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, – აცხადებენ NCDC-ში.

ცნობისთვის, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობიდან მიდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები