ბელგიაში, ანტვერპენის პორტში მუშაობა დაიწყო ორმა ელექტრონულმა გემმა, რომელიც დისტანციურად იმართება. მომავალში ფლოტს კიდევ 8 ხომალდი დაემატება და ყველა მათგანი შიდა რეისებისთვის იქნება განკუთვნილი.
გემებს ცენტრიდან მართავენ. კავშირს 13 კამერა, 2 რადარი, ასევე 4G და 5G გადამცემები უზრუნველყოფს. სპეციალისტები შეძლებენ რომ დისტანციურად გადართონ საჭე, მანევრირება შეძლონ, ასევე სხვა გემებთან თუ ეკიპაჟებთან ჰქონდეთ მოლაპარაკებები.
ამასთან, ბორტზე მუდმივად იქნება კაპიტანი-დამკვირვებელი, რომელიც გაუთვალისწინებელ სიტუაციებში ხომალდის მართვას თავის კონტროლის ქვეშ აიღებს.
უპილოტო ტრანსპორტს სხვა ევროპულ ქალაქებშიც ტესტავენ. მაგალითად, უპილოტო ავტობუსები უკვე დადის ტარტუს (ესტონეთი), კოპენჰაგენის და ტამპერეს (ფინეთი) ქუჩებში.