LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭია, ბიჭი: ბორის ჯონსონი მამა გახდა

241
boris-johnson-1183954

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაამარცხა, მამა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ამას პრემიერის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ. ჯონსონის საცოლე კერი საიმონდი და პატარა თავს კარგად გრძნობენ. ჯონსონის ვაჟი დღეს დილით, ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში დაიბადა.

2018 წელს ბრიტანეთის პრემიერი მარინა უილერს დაშორდა და მას შემდეგ კერი საიმონდთან არის ურთიერთობაში, რომელიც ადრე კონსერვატიულ პარტიაში მუშაობდა. როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, წყვილს ნიშნობაც ჰქონდა, 29 თებერვალს კი განაცხადეს, რომ შვილს ელოდებიან.

ბორის ჯონსონი და კერი საიმონდსი დაუნინგ-სტრიტის 11 ნომერში მას შემდეგ დაბინავდნენ, რაც ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები