LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს პლაგიატში ადანაშაულებენ

54

მიმდინარე წლის აპრილში ბიონსემ მსოფლიოში პირველი ვიზუალური ალბომი Lemonade გამოუშვა. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე მომღრალმა დამაინტრიგებელი თიზერი გამოაქვეყნა ანალოგიური სახელწოდებით. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ რეჟისორი მეთიუ ფულკსი მას პლაგიატში ადანაშაულებს.

ფულკსი ამტკიცებს, რომ ვარსკვლავმა და მისმა შემოქმედებითმა ჯგუფმა Lemonade-ის იდეა მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან Palinoia მოიპარა. მეთიუს განცხადებით, რამდენიმე ხნის წინ თავისი ფილმი მან ერთ-ერთი კოლუმბიური ჯგუფისთვის კასტინგზე გააგზავნა. მაშინ რგოლი ბრაიან ინუსმა შეამჩნია, რომელიც ბიონსეს დისკზე მუშაობდა. ამ ფაქტიდან ხუთი თვის შემდეგ კი მომღერლის პრომო-ვიდეოს გადაღებები დაიწყო.

თავის სარჩელში მეთიუ ფულკსი ბიონსეს ალბომიდან შემოსული მოგების ნაწილს ითხოვს. ვარსკვლავის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები