LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BLACKPINK-ის ლისამ ახალი სოლო სინგლი და ენერგიული კლიპი გამოუშვა

136
photo-collage.png (97)

BLACKPINK-ის წევრმა, ლისამ ახალი სოლო სინგლი – SaWaDiKa და მასზე გადაღებული კლიპი წარადგინა.

ტრეკი მომღერლის მშობლიურ ტაილანდურ კულტურასა და მის ძლიერ რეპ-ფესვებს ეძღვნება.

სიმღერის სათაური ტაილანდური ტრადიციული მისალმების, Sawatdee ka სტილიზებული ვერსიაა. მუსიკალურად ჩანაწერი მძიმე, დინამიკურ დასარტყამ ბიტებზეა აგებული, რომელშიც ლისა თავდაჯერებულობასა და საკუთარ გლობალურ წარმატებაზე რეპავს.

ვიდეო, რომლის რეჟისორი კორეელი ბანგ ჯე იობია, მთლიანად ბანგკოკშია გადაღებული. მუსიკალურ რგოლში, ლისა სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ტაილანდური ბოქსის რინგზე, შთამბეჭდავი იმიჯითა და რთული ქორეოგრაფიით ჩნდება. ვიზუალის ერთ-ერთ ცენტრალურ კადრში მას კრისტალებით გაფორმებული ბოქსის შორტები აცვია, რომელზეც სიმღერის სათაურია დატანილი.

ცნობისთვის, SaWaDiKa არის წამყვანი სინგლი ლისას 6-ტრეკიანი მინი-ალბომიდან – Press Play, რომლის სრული რელიზი, 23 ოქტომბერს შედგება.

ლისას შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები