მოდის გიგანტმა – Calvin Klein ჯინსების ახალი გლობალური კამპანიის, Feel the Fit დასკვნითი, მესამე ნაწილი წარადგინა, რომლის მთავარი გმირი ამჯერად ბრენდის გლობალური ელჩი, BTS-ის წევრი – ჯონგუქი გახდა.
ცნობილი ფოტოგრაფისა და რეჟისორის, რენელ მედრანოს მიერ გადაღებულ სარეკლამო რგოლებში Jungkook ლეიბლის ახალ მოდელებს – ’90s Straight და Baggy სტილის ჯინსებს არეკლამებს.
ვიდეოები, რომლებშიც არტისტი თავის საფირმო საცეკვაო მოძრაობებსა და ქარიზმატულ პლასტიკას აჩვენებს, ისეთი ჰიტების ენერგიული რიტმებითაა გაფორმებული, როგორებიცაა: ბობი ბრაუნის 1988 წლის My Prerogative და Average White Band-ის 1975 წლის Cut the Cake.
კამპანია – Feel the Fit, რომლის წინა თავებში ახალი კოლექცია მომღერალმა, ტეიტ მაკრეიმ და მსახიობმა სედი სინკმა წარადგინეს, ფოკუსირებულია იმ თავდაჯერებულობაზე, რომელსაც ადამიანს იდეალურად მორგებული ტანსაცმელი ანიჭებს.
ტეიტ მაკრეი Calvin Klein-ის 2026 წლის შემოდგომის ახალი კამპანიის სახე გახდა