LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ცოლი ავად გახდა

92

“ჩემი ცოლი ავად გახდა. ის გამუდმებით ნერვიულობდა მცირე წარუმატებლობებისა და ბავშვებთან პრობლემების გამო. ის 15 კილოგრამით გახდა და 35 წლის ასაკში 40 კილოს იწონიდა.

გამუდმებით ტიროდა. აღარაფერი ახარებდა. მუდმივად სტკიოდა თავი, გული. ცუდად ეძინა და ადვილად იღლებოდა.

ჩვენი ურთიერთობა ზღვარზე იყო. მისი სილამაზე სადღაც დაიკარგა, თვალები ჩაუშავდა და სულ უფრო ნაკლებად უვლიდა თავს. უარს ამბობდა ფილმებში მონაწილეობაზე. მე დავკარგე იმედი და ვფიქრობი, რომ მალე დავშორდებოდით…

მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე მემოქმედა. მე ხომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი შემხვდა.

ის პლანეტის მამაკაცების უმეტესობის იდეალი იყო, მე კი მქონდა ბედნიერება, მასთან ერთად დამეძინა და გამეღვიძა, მოვხვეოდი მხრებზე…

rs_560x415-140828090341-560.Brad-Pitt-Angelina-Jolie-Wedding-married.jl.082814

გადავწყვიტე ყვავილებით, კოცნითა და კომპლიმენტებით ამევსო. მე მას სიურპრიზებს ვუკეთებდი, ვახარებდი ყოველ წუთს. ვჩუქნიდი საჩუქრებს და მისთვის ვცოცხლობდი. ხალხში მხოლოდ მასზე ვლაპარაკობდი. ყველა თემას მას ვუკავშირებდი. ჩვენს საერთო მეგობრებში ვაქებდი.

ვერ დაიჯერებთ – ის აყვავდა. გახდა უკეთესი, ვიდრე მანამდე. შეწყვიტა ნერვიულობა და შემიყვარა უფრო მეტად, ვიდრე ადრე. არც ვიცოდი, რომ მას ასეთი სიყვარული შეეძლო. ერთი რამ გავიგე: ქალი – მამაკაცის ანარეკლია. თუ ის უგონოდ გიყვართ, თავად უფრო დიდი სიყვარულით გიპასუხებთ” – დაწერა ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან წლების წინ წარმოქმნილ პრობლემებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები