ლას-ვეგასში გამართულ ტექნიკის გამოფენაზე, CES-2016, „ჭკვიანი“ ბიუსტჰალტერი – TitBit წარმოადგინეს, რომელიც ამავდროულად ფიტნეს-ტრეკერიც არის.
თეთრეული სმარტფონს უერთდება და მონიტორინგს თქვენს სუნთქვას, გულის რიტმსა და სხვადასხვა აქტივობებს უტარებს. სიახლე ამ დროისთვის მხოლოდ iOS-თვის მუშაობს.
ბიუსტჰალტერში ჩასმულია სპეციალური მრიცხველი და მცორე ზომის შავი ყუთი, მონაცემების Bluetooth-ით გადაცემისთვის. ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოვა გაყიდვაში ან რა ეღირება ის.