LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN: ლიბიაში შეტაკებებს 55 ადამიანი ემსხვერპლა

175
BeFunky-collage - 2023-08-16T234238.585

ლიბიაში შეტაკებებს 55 ადამიანი ემსხვერპლა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაჭრილია 146 ადამიანი.

ცნობილია, რომ შეიარაღებული დაპირისპირება ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ორშაბათს დაიწყო.

შეტაკებები ლიბიაში 444-ე ბრიგადის მეთაურის, მაჰმუდ ჰამზას დაკავების შემდეგ დაიწყო, როდესაც ის ტრიპოლის მთავარ მიტიგას აეროპორტში გამგზავრებას ცდილობდა. ის დააკავა მეტოქე ფრაქციამ, სპეციალური შეკავების ძალებმა, რომლებიც აკონტროლებენ აეროპორტს. მისი დაკავების მიზეზი უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები