LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგუგლეთ“ უფრო მოსახერხებლად

68

კომპანია Google-მა შექმნა კლავიატურა Gboard, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ iOS-პლატფორმისთვის არის ხელმისაწვდომი.

იდეის ავტორებმა მეგობრებთან მიმოწერის დროს წარმოქმნილ იმ უხერხულობაზე ისაუბრეს, როდესაც „გუგლში“ რამის მოძიება გინდა და თან საუბრობ. პრობლემა კი საკმაოდ მარტივად გადაჭრეს და საძიებო ღილაკი პირდაპირ მიმოწერილს ველში ჩასვეს.

ამ მომენტისთვის Gboard iOS-ის ამერიკელი მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი, თუმცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ის უახლოეს მომავალში გავრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები