LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარჩი სახლში“ აქტიური სლოგანია და კარგახანს დარჩება, ოღონდ აქაც იქნება შერბილება – თენგიზ ცერცვაძე

169
tengiz-tsertsvadze-w-h

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში აღნიშნა, რომ „დარჩი სახლში“ აქტიური სლოგანია და ის კარგახანს დარჩება.

თუმცა, როგორც ცერცვაძემ განაცხადა, აღნიშნული სლოგანი უფრო შერბილდება. მისი თქმით ის განსაკუთრებით უნდა გავრცელდეს ასაკოვან ადამიანებზე.

“ვირუსი არ გაქრება ასე ჩქარა, მაგრამ ჩვენ ვისწავლით თანაცხოვრებას ამ ეპიდემიასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება. ნაკლებად შემაწუხებელი შეზღუდვები დარჩება, მაგალითად ნიღბების ტარება და გვექნება ახალი შემთხვევები, მაგრამ ეს არ იქნება იმდენი და გარდაცვალება არ იქნება იმდენი, რომ მან ცხოვრების რიტმი შეცვალოს და ხელი შეუშალოს ეკონომიკის გამოყვანას რეცესიიდან”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები