ჟურნალმა People ექს-ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.
„იუნისეფის“ კეთილი ნების ელჩი და ყოფილი ფეხბურთელი, 40 წლის დევიდ ბექჰემი 2015 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა.
„ეს არის საუკეთესო მომენტი ჩემს კარიერაში, ვერ ვიჯერებ. მადლობა ჩემს მშობლებს, რომ დავიბადე. მადლობა ჩემს სტილისტს და ფოტოშოპს“ – განაცხადა ბექჰემმა.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალი People უკვე 30-ედ გადასცემს ამ ჯილდოს. პირველად ეს ტიტული 1989 წელს მელ გიბსონს გადაეცა, 2014 წელს კი – კრის ჰემსვორტი.

