LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდხანს იავადმყოფა ჩემმა მეუღლემ, ძალიან იწვალა… რთუ­ლია მისი წას­ვლა ჩემ­თვის. გაქვს მარ­ტო­ო­ბის შეგ­რძნე­ბა, სახ­ლში სი­ცა­რი­ე­ლეა“ – მერაბ სეფაშვილი

1647
მერაბ სეფაშვილი

გიორგი უშიკიშვილის სტუმარი UG Art პოდკასტში მერაბ სეფაშვილი იყო.

მომღერალმა გარდაცვლილი მეუღლის, ნინო ჯურხაძის შესახებ ისაუბრა.

„23 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ნინო ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე. მისი გვერ­დით დგო­მა გა­დამ­წყვე­ტი იყო – რომ არა ნინო, ჩვენ აქამ­დე ვერ მო­ვი­დო­დით. მისი მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ შე­მი­ნარ­ჩუ­ნა ოჯა­ხი და შვი­ლებ­თან ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა“.

მომღერალი აღნიშნავს, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სახლში დიდი სიცარიელეა

დიდ­ხანს ია­ვად­მყო­ფა ძა­ლი­ან ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ძა­ლი­ან იწ­ვა­ლა. ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდ­ნენ ამას…

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად გა­ვი­ა­რეთ, ბავ­შვე­ბი, ოჯა­ხი. რთუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ჩემი წას­ვლა-წა­მოს­ვლა, 90-იანი წლე­ბი. მე ნა­ხე­ვარ­ზე მეტი არ ვი­ყა­ვი, გას­ტრო­ლებ­ზე ვი­ყა­ვი ძი­რი­თა­დად. ყვე­ლა­ფე­რი ჩემი მე­უღ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სიმ­ღე­რა „სა­ღა­მომ­დე“ ჩემს მე­უღ­ლეს მი­ვუ­ძღვე­ნი. ეს იყო 1985-86 წელს. როცა კონ­ცერ­ტი მქონ­და, სულ დარ­ბაზ­ში იჯდა, ვამ­ბობ­დი ხმა­მაღ­ლა, რომ ეს არის ჩემი მე­უღ­ლე და ეს სიმ­ღე­რა მას ეძღვნე­ბა-თქო. რთუ­ლია მისი წას­ვლა ჩემ­თვის. გაქვს მარ­ტო­ო­ბის შეგ­რძნე­ბა, სახ­ლში სი­ცა­რი­ე­ლეა. სახ­ლში შვი­ლე­ბი გვყავს, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, მაგ­რამ მა­ინც… ზი­ხარ ღამე და ათას რა­მე­ზე ფიქ­რობ, ბევრ რა­მეს იხ­სე­ნებ, დარ­დი გაწ­ვე­ბა” – ამ­ბობს მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები