თბილისში, დიდუბეში, კერესელიძის ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა.
ნიღბიანმა პირმა მოხუცი ქალის სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაიტაცა.
როგორც შსს-დან “ფორტუნას” აცნობეს, ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
