LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალი Playboy იყიდება

112

Playboy-ს მფლობელმა, ჰიუ ჰეფნერმა იანვარში განაცხადა, რომ თავისი „ცოდვების სახლის“ გასაყიდად გატანას გეგმავს. სახლში, რომელშიც არნახული რაოდენობის ლამაზმანია ნამყოფი, ჰიუ 200 მილიონ დოლარს მოელის.

ამჯერად კი საუბარი თავად გამოცემას შეეხო – The Wall Street Journal-ის ცნობით საუბარია 500 მილიონ დოლარზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჟურნალის პოპულარობა მკვეთრად დაეცა, ამაზე მეტყველებს მისი ტირაჟირების რიცხვიც, რაც 800 ათას ერთეულს წარმოადგენს, თუმცა, თავისი პოპულარობის პიკში, 1975 წელს Playboy-ს ტირაჟი 5,6 მილიონ ეგზემპლარს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები