LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დოლჩე & გაბანას” მიდლტონის ზურმუხტისფერ კაბაზე დიდი მოთხოვნაა

94

ქეით მიდლტონის თაყვანისმცემლებს კარგად ახსოვთ “დოლჩე & გაბანას” ზურმუხტისფერი კაბა, რომელიც სამეფო ოჯახის წარმოამდგენელს გასულ წელს კელოუნში, ფრენბურთის მატჩზე ეცვა.

ქალბატონები აღფრთოვანებული დარჩნენ მიდლტონის კაბით და თავადაც მოინდომეს ანალოგიურის შეძენა, მაგრამ, გაირკვა, რომ სამოსი ერთ ეგზემპლარად და სპეციალურად მიდლტონისთვის იყო შეკერილი. თუმცა, “დოლჩე & გაბანას” მოდის სახლმა გაითვალისწინა ქეითის თაყვანისმცემელთა სურვილი და პოპულარული კაბის მოდელი, რომელსაც “მიდლტონი” დაარქვა, მწვანე და თეთრ ფერებში გამოუშვა. სხვათა შორის, ეს სიამოვნება სულ რაღაც 2 150 ევრო ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები