LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა პრინცესა დაიანას ხელი სთხოვა? – დაიანას ძმა შოკისმომგვრელ ისტორიას ავრცელებს

395
page

პრინცესა დაიანას ცხოვრების შესახებ კიდევ ერთი, აქამდე უცნობი დეტალი გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპს ერთ დროს „ლედი დისთვის“ ხელი უთხოვია და მას აშშ-ის მომავალი პირველი ლედის როლშიც კი ხედავდა.

ამის შესახებ დაიანას ძმა, ჩარლზ სპენსერი, საკუთარ მემუარებში წერს. ამონარიდებს სხვადასხვა მედია საშუალება ავრცელებს.

სამეფო სკანდალი გრძელდება! – პრინცესა დაიანას ძმა თავის მემუარებში მორიგ ინფორმაციას ავრცელებს

სპენსერის მოგონებების თანახმად, ერთ დღეს პრინცესამ ძმას მოულოდნელად ჰკითხა:

„როგორ ფიქრობ, მე ამერიკის პირველი ლედის როლი მომიხდებოდა?“

„ღმერთო ჩემო, საიდან მოგივიდა ასეთი აზრი?“, – გაკვირვებულმა ჰკითხა სპენსერმა.

დაიანამ კი აუხსნა, რომ მის ერთ-ერთ „გავლენიან, ასაკოვან ამერიკელ თაყვანისმცემელს“, რომელსაც „იდეალური ტიტულოვაინ ცოლი“ სურდა, მისთვის უთქვამს, რომ თუ დაიანა მას ცოლად გაჰყვებოდა, ის აუცილებლად გახდებოდა აშშ-ს პრეზიდენტი.

სპენსერი წერს, რომ პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ დაიანას უფრო მეტად თეთრ სახლში ცხოვრების იდეა ხიბლავდა, ვიდრე თავად „პოტენციურ ასაკოვან მეუღლესთან“ ქორწინების პერსპექტივა.

მისივე თქმით, პრინცესას თითქოს სიამოვნებდა საკუთარი თავის სრულად ახალი როლში წარმოდგენა, დაიანას სურდა, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები შურისგანაც გაგიჟებულიყვნენ.

დონალდ ტრამპის დაინტერესების შესახებ კიდევ ერთი დეტალი ბრიტანელი ჟურნალისტის, სელინა სკოტის მონათხრობიდან ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, ტრამპმა პრინცესა დაიანას ერთ-ერთი საყვარელი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის დიდი თანხა გაიღო. ამის შემდეგ მან დაიანას მადლობის წერილზე ყვავილების გაგზავნით უპასუხა.

თუმცა, როგორც სკოტი იხსენებს, პრინცესასთვის გაგზავნილი ვარდებისა და ორქიდეების რაოდენობა თანდათან იმდენად გაიზარდა, რომ დაიანა უკვე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.

„ტრამპი აშკარად ხედავდა დაიანაში იდეალურ ტიტულოვან ცოლს. რაც უფრო მეტი ვარდი და ორქიდეა გროვდებოდა მის ბინაში, მით უფრო მეტად ფიქრობდა, რა უნდა გაეკეთებინა. დიანას კი ეჩვენებოდა, რომ ტრამპი მას დასდევდა და ავიწროებდა“, – წერს სკოტი.

პრინცესა დაიანას 1997 წელს პარიზში ავტოკატასტროფაში ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, ტრამპის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გავრცელდა.

სკოტის თქმით, დაიანას გარდაცვალების შემდეგ ტრამპის „ყველაზე დიდი სინანული“ ის იყო, რომ მასთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

პრინცესას გარდაცვალებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ ტრამპმა წიგნი „დაბრუნების ხელოვნება“ გამოსცა, სადაც დაიანასთან საკუთარ შეხვედრებსა და მის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

„შეუძლებელი იყო, ვერ შეგემჩნია, როგორ იზიდავდა ის ადამიანებს. ის ყველაფერს ანათებდა გარშემო. მისი ხიბლი, მისი არსებობა… ის ნამდვილი პრინცესა იყო, საოცნებო ქალი“, – წერდა ტრამპი.

დღეს 80 წლის დონალდ ტრამპი დაქორწინებულია მელანია ტრამპზე. მანამდე კი პოლიტიკოსი სხვადასხვა წლებში ივანა ტრამპისა და მსახიობ, მარლა მეიპლსის მეუღლე გახლდათ.

რაც შეეხება პრინცესა დაიანას, ის პრინც ჩარლზზე 1981 წელს დაქორწინდა და მათი ქორწინება ოფიციალურად 1996 წელს დასრულდა.

დაიანას პირადი ცხოვრების შესახებ ახალი დეტალები ამჯერად მისი ძმის მემუარებიდან, „გედის სიმღერა: დაიანა, ჩემი და“ გახდა ცნობილი. გამოცემაში მოყოლილი ისტორიები კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად რთული და წინააღმდეგობრივი იყო პრინცესას ცხოვრება სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ.

რა უთხრა ჩარლზ III-მ პრინცესა დაიანას ძმას მისი გარდაცვალების შემდეგ – სამეფო ოჯახი სკანდალში ეხვევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები