უპილოტო მფრინავი მოწყობილობები, რომელიც Intel-ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს, განაგრძობენ მონაწილეობას სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ჩვენ ვნახეთ 300 დრონი, რომელმაც SuperBowl-ის ფარგლებში გამართულ Lady Gaga-ს კონცერტზე აშშ–ს დროშა გამოსახა. გუშინ კი ვიხილეთ მორიგი საოცარი ტრიუკი, რომელიც Intel-ის დრონმა NBA-ს კონკურს Slam Dunk-ზე შეასრულა. ვიდეო, რომლის ნახვაც ამ სტატიის დაბლა შეგიძლიათ, წარმოგვიდგენს სპორტსმენს აარონ გორდონს. ის რამდენიმე წყვილ დრონთან ერთად მუშაობდა და მოახერხა, მიეღო მფრინავი აპარატით ბურთი და ჩაეგდო კალათაში.
იმისათვის, რომ სპორტსმენს აღნიშნული ტრიუკი განეხორციელებინა, მას რამდენიმე ცდა დასჭირდა. მართალია დრონით აღნიშნული ქმედების გაკეთება საკმაო შრომის ფასად დაუჯდა მის ავტორს, თუმცა, შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩა, რადგან მაყურებლისა და მსაჯების გული ნამდვილად მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის დრონი უკვე განთავსდა გასაყიდად საერთაშორისო მარკეტში და მისი ფასი 1100 დოლარს შეადგენს.
https://youtu.be/N_eXt_jBJDo