ცნობილი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი მოსკოვის პირველ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ცოტა ხნის წინ ვრცელებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სექტემბერში მან ინფარქტი გადაიტანა, თუმცა ინფორმაცია საბოლოოდ არ დადასტურდა.
შეგახსნებთ, რომ რიაზანოვი 20-მდე ფილმის რეჟისორია, მათ შორისაა პოპულარული ფილმები: „საკარნავალო ღამე“, „ბედის ირონია“, „სადგური ორისთვის“, „ავტოფარეხი“, „სამსახურეობრივი რომანი“ და სხვ.
